უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურების მოდერნიზაცია და ციფრული ტრანსფორმაცია
უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურების მოდერნიზაცია და ციფრული ტრანსფორმაცია
უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურების მოდერნიზაცია და ციფრული ტრანსფორმაცია
Erasmus +
მიმდინარე
IROconnect პროექტის მიზანია გააძლიეროს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურების ოპერაციული შესაძლებლობები კონსორციუმის წევრი აღმოსავლეთის რეგიონის უნივერსიტეტებში, მათ საერთაშორისო განზომილებაზე პასუხისმგებელი ოპერაციული სტანდარტების გაუმჯობესების გზით. აღნიშნული, მათ შორის, მიიღწევა ინტერნაციონალიზაციის ისეთი სტრატეგიების განვითარებით, რომლებიც სპეციფიკურად უნივერსიტეტებსა და სტუდენტთა ასოციაციებს შორის თანამაშრომლობაზე იქნება ფოკუსირებული.
პროექტი, აგრეთვე, პასუხობს ისეთ კონკრეტულ გამოწვევებს, როგორებიცაა რესურსების ხელმისაწვდომობა, საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვა, განათლების ხარისხი და ფინანსური რესურსების სიმწირე. საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის უნივერსიტეტებში საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურების ოპერაციულ შესაძლებლობებზე კონცენტრირებით, პროექტი პირდაპირ ეხმიანება მენეჯმენტისა და ადმინისტრაციული შესაძლებლობების განვითარებას. ის აღიარებს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურების მნიშვნელოვან დანიშნულებას საერთაშორისო თანამშრომლობის რაციონალიზაციაში და განამტკიცებს მათ როლს სტრატეგიული შესაძლებლობების განვითარების გზით.
პროექტი მიმართულია უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის პროცესში არსებული მრავალმხრივი გამოწვევების გადაჭრისკენ. კერძოდ, ინსტიტუციის ზომასთან, მდებარეობასთან, ტრენინგების ხარისხთან, ფინანსურ შეზღუდვებთან და პერსონალის მობილობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე კონცენტრირებით, პროექტი არა მხოლოდ აძლიერებს ამ უნივერსიტეტების საერთაშორისო სტატუსს, არამედ უზრუნველყოფს შეთავაზებული საერთაშორისო განათლების ხარისხთან შესაბამისობას. ასევე, საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობის და ციფრული ტრანსფორმაციის ინტეგრირების ინიციატივები უზრუნველყოფს გლობალური საგანმანათლებლო ლანდშაფტის სათანადო და ადაპტირებული განათლების მიწოდებას.
ევროპული პარტნიორი უნივერსიტეტები და ორგანიზაციები:
- გაბრიელე დ'ანუნციოს სახელობის კიეტი-პესკარას უნივერსიტეტი - იტალია (კოორდინატორი)
- იაშის გეორგი ასაკის ტექნიკური უნივერსიტეტი - რუმინეთი
- სკოვდეს უნივერსიტეტი - შვედეთი
- ოვიედოს უნივერსიტეტი - ესპანეთი
- NOMOS Srl, ESN Italy - იტალია
რეგიონული პარტნიორი უნივერსიტეტები:
მოლდǃა:
- ნიკოლაე ტესტემიტანუს სახელობის მედიცინისა და ფარმაციის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ალეკუ რუსოს სახელობის ბალტის სახელმწიფო უნივერსიტეტი
უკრაინა:
- პოლტავას ეკონომიკისა და ვაჭრობის უნივერსიტეტი
- ტერნოპოლის ვოლოდიმირ ჰნატიუკის სახელობის ეროვნული პედაგოგიური უნივერსიტეტი
საქართვ᳥ლო:
- ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ()
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ATSU)
პროექტის ხანგრძლივობა: 2024-2027