Full Stack AI პროფესიული კურსის შემუშავება მანქანური და ღრმა სწავლების სფეროში
Full Stack AI პროფესიული კურსის შემუშავება მანქანური და ღრმა სწავლების სფეროში
სხვა პრdzქტები
ჸსრულებული
პროექტის მიზანია ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში უნარების დეფიციტის აღმოფხვრა და საქართველოში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის განვითარების ხელშეწყობა.
USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით, ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის სფეროში ისეთი სასწავლო პროგრამების შემუშავებას, რომლებიც ფოკუსირებული იქნება მანქანურ და ღრმა სწავლებაზე. პროექტი ითვალისწინებს კერძო და საჯარო სექტორების სხვადასხვა წარმომადგენელს შორის პარტნიორობებს, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის უნარების განვითარების კუთხით თანამშრომლობით მიდგომებს.
სასწავლო პროგრამების შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად დაგეგმილია ფართომასშტაბიანი საინფორმაციო აქტივობებისა და სესიების გამართვა როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ჰაკათონები და სემინარები ჩატარდება ბათუმში, ქუთაისში, თელავსა და თბილისში, მონაწილეებში ინოვაციური უნარების განვითარების ხელშესაწყობად. აგრეთვე, შეიქმნება ვიდეოები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს ხელოვნური ინტელექტის კურსის შინაარსს, მიზნებსა და მნიშვნელობას გააცნობს.
ხელოვნური ინტელექტის კურსის შინაარსის მიწოდებისა და სასწავლო პროცესის მხარდასაჭერად შემუშავდება უახლესი სასწავლო პლატფორმა. ეს პლატფორმა მონაწილეებს რესურსებზე, დავალებებსა და ინტერაქტიულ ფუნქციებზე წვდომას მისცემს, რაც გააუმჯობესებს მათ სასწავლო გამოცდილებას.
ხელოვნური ინტელექტის კურსი შემუშავდება ისე, რომ მოიცავდეს როგორც სრულყოფილ, 9-თვიან, ისე შესავალ, 2-თვიან პრე-კურსს. აღნიშნული უზრუნველყოფს ინდუსტრიის საჭიროებებთან შესაბამისობას, ხოლო მონაწილეებს აუცილებელი ცოდნითა და უნარებით აღჭურავს.
პროგრამის ლექტორები იქნებიან ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის პრაქტიკოსები, რომლებიც სტუდენტებს პრაქტიკულ და უახლეს ცოდნას შესთავაზებენ. კურსის შინაარსი კი პოტენციურ დამსაქმებლებთან თანამშრომლობით შემუშავდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი შესაბამისობა შრომის ბაზარზე არსებულ საჭიროებებთან. ვიდეო-გაკვეთილები ჩაიწერება სწავლის მოქნილობის უზრუნველსაყოფად, ხოლო სასწავლო პლატფორმა რეგულარულად განახლდება მისი ფუნქციონალურობისა და გამოყენებადობის შესანარჩუნებლად. სულ, დაახლოებით 218 მონაწილე გადამზადდება ზემოთ ხსენებულ სფეროებში.
პროექტის განმახორციელებლები: Supernova, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
პროექტის განხორციელების პერიოდი: 2024-2025