
-ში 24 აპრილს დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელშიც 30-მდე კომპანია და 100-მდე სტუდენტი მონაწილეობდა.
სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება თითოეული ორგანიზაციის წარმომადგენლებს პირადად გასაუბრებოდნენ, წარედგინათ CV და კითხვები კომპანიის საქმიანობაზე დაესვათ.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა ლანჩი, რომელზეც სტუმრებს -ს პრეზიდენტი, რ. მაიკლ ქაუგილი მიესალმა და მადლობა გადაუხადა ფორუმში მონაწილეობისათვის.
კომპანიების წარმომადგენლებმა -ს დასაქმების ფორუმი 2015 და -ს სტუდენტების მომზადების დონე დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ შეხვედრა ნაყოფიერად წარიმართა. მათ მომავალი თანამშრომლობის მზაობაც გამოთქვეს.
კონკრეტული შედეგები კი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
სტუდენტებს წარმატებას, დასაქმებასა და კარიერულ წინსვლას უსურვებს!