
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიება ,,EU and Green Economy" გაიმართა.
ევროკავშირისა და მწვანე ეკონომიკის საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ცირკულარული ეკონომიკისა და განახლებადი ენერგიის მნიშვნელობის შესახებ, თანამედროვე გლობალური და ქართული კონტექსტის გათვალისწინებით.
ღონისძიების მოწვეულ სპიკერთა შორის იყვნენ:
- ზურაბ ძნელაშვილი - კომპანია "Tax & Legal სოლუშენის" მმართველი პარტნიორი.
- ნიკოლოზ გონგლიაშვილი - კომპანია "ბიონოვას" თანადამფუძნებელი და CEO.
ღონისძიების ბოლოს, ევროპელი ელჩები საუბრობდნენ ევროკავშირის როლსა და ჩართულობაზე, ამ მიმარტულების განვითარების კუთხით.
ღონისძიება ორგანიზებულია @global_shapers_tbilisi-ს მიერ.