
მეგობრებო თქვენთვის ძალიან, ძალიან სასიხარულო ამბავი გვაქვს. გუშინ 21 ნოემბერს (2016) გაიმართა ბუშტების ფეხბურთში ფინალური შეხვედრა SEU-სა და -ს გუნდებს შორის. გამომდინარე იქიდან, რომ SEU ცნობილია თავისი სპორტული მიღწევებით, ეს შეხვედრა -ელებისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენდა.
ჩვენმა სპორტსმენებმა იმედი არ გაგვიცრუეს, ბოლომდე იბრძოლეს და გამარჯვება მოიპოვეს. თამაში 1:0-ით დასრულდა -ს სასარგებლოდ. ბუშტების ფეხბურთის ჩემპიონატის გამარჯვებულია! ამაყობს თქვენით: ლეონარდო გაბუნია, დანიელ ჩანჩალაშვილი, მენგლი უვდიევა, დიანა კნიშ, სანდრო მირიჯანაშვილი, გიორგი არაბული, ნიკა ტალახაძე.
ეს გამარჯვება დიდი სტიმულია ყველა -ელისთვის, რომელიც მონაწილეობას იღებდა და მიიღებს გარე ტურნირებში -ს სახელით. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ -ელების უმრავლესობა სპორტულად აქტიურია და ყოველთვის გამოთქვამს სურვილს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში. ეს მხოლოდ დასაწყისია, წინ კიდევ უამრავი გამარჯვება გველის. #WeAre