
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის (ICCA) მთავარი საგანმანათლებლო პარტნიორია მოკლევადიანი სასერტიფიკატო კურსების შემუშავების პროექტში!
ICCA-მ და -მ აუდიტორიას სამშენებლო ინდუსტრიაში აქტუალური მომზადება-გადამზადების საგანმანათლებლო კურსები წარუდგინეს, რომლებიც USAID-ის პროგრამის “დამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვის” მხარდაჭერით შეიქმნა.
შემუშავებული სამი პროგრამიდან ორი - “მშენებლობის მენეჯმენტი” და “გარემოსდაცვითი სისტემების მენეჯმენტი” - -ს საერთაშორისო პარტნიორთან, ესპანური ბიზნეს ორგანიზაციების კონფედერაციასთან (CEOE) თანამშრომლობით მომზადდა.
ღონისძიების ფარგლებში, აუდიტორიას სიტყვით მიმართა -ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანმა, ნატა ბაჯიაშვილმა. შემუშავებული პროგრამები კი წარადგინეს -ს ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის ლექტორებმა და აღნიშნული მოკლევადიანი კურსების ავტორებმა: გივი დოლიძემ, სალომე ბერეჩიკიძემ და ანა გოგბერაშვილმა.