
საჯარო ლექცია "კოპენჰაგენს+1 - საქართველოს გაწევრება ევროკავშირში"!
პარასკევი, 08 მარტი, 2024
ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის "ევროინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები" (TSU, კავკასიის უნივერსიტეტი და ) ფარგლებში უმასპინძლა სამართლის დოქტორს, ჟან მონეს და ევროინტეგრაციისა და შრომის სამართლის მიმართულებით წიგნის ავტორს, ეკატერინე ქარდავას.
საჯარო ლექცია "კოპენჰაგენს+1 - საქართველოს გაწევრება ევროკავშირში", შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების არაერთ საკითხს, მათ შორის კოპენჰაგენის კრიტერიუმების სპეციფიკასა და საქართველოს გაწევრების პროცესის დინამიკას.
შეხვედრა ჩატარდა სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა და კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის გურანდა ჭელიძის ინიციატივით.